ადვოკატი მოსამართლეს - მჯერა, რომ კარგად აცნობიერებთ იმ გადაწყვეტილების მნიშვნელობას, რომელიც დღეს უნდა მიიღოთ - ჩვენი პოზიციაა,  ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე არ დაკმაყოფილდეს

პატივცემულო მოსამართლევ, ახლა ჯერი თქვენზეა, თქვენი გადასაწყვეტია, ისტორიის როგორ ფურცელს დაწერს დღეს სასამართლო ამ კონკრეტულ საქმეში. მჯერა, რომ თქვენ კარგად აცნობიერებთ იმ გადაწყვეტილების მნიშვნელობას, რომელიც ამ დარბაზში დღეს უნდა მიიღოთ, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა სასამართლო პროცესზე მელიას საქმის მოსამართლეს.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მტკიცებულებების და სამართლებრივი დასაბუთების გარეშე ნიკა მელიას დაპატიმრებამ ისედაც უკიდურესად დაძაბულ ფონზე, შესაძლოა, მოვლენების ესკალაცია და უმართავი პროცესები გამოიწვიოს.

„პატივცემულო მოსამართლევ, ახლა ჯერი თქვენზეა, თქვენი გადასაწყვეტია, ისტორიის როგორ ფურცელს დაწერს დღეს სასამართლო ამ კონკრეტულ საქმეში. მჯერა, რომ თქვენ კარგად აცნობიერებთ იმ გადაწყვეტილების მნიშვნელობას, რომელიც ამ დარბაზში დღეს უნდა მიიღოთ. ჩვენ ნამდვილად გვჯერა, რომ ამის გჯერათ! მე მჯერა, ასევე აცნობიერებთ, რომ მტკიცებულებების და სამართლებრივი დასაბუთების არარსებობის ფონზე ნიკა მელიას დაპატიმრებამ ისედაც უკიდურესად დაძაბულ ფონზე შესაძლოა მოვლენების ესკალაცია და უმართავი პროცესები გამოიწვიოს. მით უმეტეს, 20 ივნისის საქმის პროტესტის გათვალისწინებით. ეს კი ნამდვილად არ არის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში. 20 ივნისის, გავრილოვის სისხლის სამართლის საქმეზე ოპოზიციური პარტიის ლიდერის უკანონოდ დაპატიმრებას რა შეიძლება მოჰყვეს, კარგად უნდა გავიაზროთ. ცხადია, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე თქვენც დაინტერესებული ხართ, რომ ამ ქვეყნის პროგრესიული განვითარება მოხდეს. ამიტომ მოგმართავთ თხოვნით, უჩვენეთ მართლმსაჯულების ძალაუფლება ყველას, უჩვენეთ, რომ ისინი ვერ შეითავსებენ მოსამართლის ფუნქციებს. თქვენ სასამართლოს ხელმძღვანელობთ, ამის მინდა რომ მწამდეს, რომ სასამართლო ხელმძღვანელობს კანონით და არა პროკურატურის დღის წესრიგით“, - განაცხადა კონდახიშვილმა.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მას სურს სჯეროდეს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება კანონის სამართლიანი ინტერპრეტირების საფუძველზე იქნება მიღებული.

ნიკა მელია კანონმორჩილი ადამიანია და ეს არაერთხელ დაუდასტურებია. თუმცა, ქვეყნისთვის ამ გადამწყვეტ ისტორიულ მომენტში თვლის, რომ არ აქვს უფლება სისუსტე გამოიჩინოს, დაემორჩილოს საგანგებოდ მისთვის გამოგონილ წესებს და უკანონობას. ყველას გვინდა ვიცხოვროთ ქვეყანაში, სადაც პატივს სცემენ კანონებს და პოლიტიკურად განსხვავებული ადამიანების წინააღმდეგ არ იყენებენ; ქვეყანაში, სადაც არსებობს სამართლიანი სასამართლო და სახელმწიფო ინსტიტუტები არ გამოიყენება ინსტრუმენტად პოლიტიკური ხელისუფლების ხელში, რადგან ეს არღვევს ქართული სახელმწიფოს ფუნდამენტს; ქვეყანას კი უკარგავს რეალურ შანსს თავი დააღწიოს საბჭოურ მენტალიტეტს და ცივილიზებული მსოფლიოს ღირსეული ნაწილი გახდეს. მინდა მჯეროდეს, ბატონო მოსამართლევ, რომ თქვენი გადაწყვეტილება სწორედ ამ სულისკვეთების და კანონის სამართლიანი ინტერპრეტირების საფუძველზე იქნება მიღებული.

ჩვენი პოზიცია იქნება ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე, არ დაკმაყოფილდეს პროკურატურის შუამდგომლობა, ვინაიდან არ არსებობს არავითარი საფუძველი იმისა, რომ აღკვეთის ღონისძიების რომელიმე მიზანს ექნება თუნდაც ვარაუდის დონეზე რისკი“, - განაცხადა კონდახაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა