ნიკა მელიას ადვოკატებმა პროცესზე მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის აცილების შუამდგომლობა დააყენეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატებმა სასამართლოში მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის აცილების შუამდგომლობა დააყენეს.

როგორც ადვოკატები აცხადებენ, პარტიის ოფისთან, სადაც ნიკა მელია იმყოფება, სპეციალური დანიშნულების რაზმია მობილიზებული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მის დაკავებას აპირებენ.

ადვოკატები აღნიშნულ ფაქტს ახალ გარემოებად მიიჩნევენ, რის გამოც, მოსამართლის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას ეჭვქვეშ აყენებენ.

"ბუნებრივია, ვიდრე პროცესი არ დასრულდება, შსს-ს წინასწარ ინფორმაცია არ უნდა ჰქონდეს. თქვენ არ იღებთ ამ გადაწყვეტილებას. როგორც ჩანს, გადაწყვეტილება წინასწარ არამხოლოდ ცნობილია მათთვის, ელემენტარული პატივისცემაც არ აქვთ თქვენს მიმართ, რომ გადაწყვეტილების გაჟღერებას დალოდებოდნენ",- განაცხადა კონდახაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო