აკაკი ბობოხიძე - უგუნურები შეიძლება თვლიან, რომ ნიკა მელიას ერა სრულდება, ვარწმუნებ ყველას, რომ მელიას ერა იწყება ნებისმიერ შემთხვევაში - დააკავებენ მას თუ არა

უგუნურები შეიძლება მართლა თვლიან, რომ ნიკა მელიას ერა სრულდება, ვარწმუნებ ყველას, რომ მელიას ერა იწყება ნებისმიერ შემთხვევაში - დააკავებენ მას თუ არა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” წევრმა აკაკი ბობოხიძემ „ნაციონალური მოძრაობის” ოფისში განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას ნებისმიერი ძალის გამოყენება ბუმერანგივით დაუბრუნდება უკან.

„მათი ნაბიჯი არის უსამართლობა, მელია ნებისმიერ შემთხვევაში ხდება უსამართლობასთან მებრძოლი ერთ-ერთი მთავარი პირი, ამიტომ დღეს იწყება საქართველოს ცხოვრებაში ახალი ერა, რომელიც დასრულდება „ქოცების“ დამარცხებით. მათ მოუწევთ ნიკა მელიას წაყვანა, როდესაც ჩვენი ლიდერები საკუთარი ფეხით მიდიოდნენ შსს-ში ეს ერა დასრულებულია, მათ მოუწევთ მისი წაყვანა.

ხელისუფლების მხრიდან ძალის გამოყენების სიგნალი ბევრჯერ მიგვიღია, მაგრამ როდესაც იყენებდა ძალას ყოველთვის უმთავრდებოდა ცუდად. სამწუხაროდ, შეცდომებზეც ვერ იძენენ გამოცდილებას, „ქართული ოცნების” ნებისმიერი გამოყენებული ძალა ყოველთვის რიკოშეტით უბრუნდებოდათ უკან და დღეს კიდევ მეტი ძალით დაუბრუნდებათ. არ მეგულება ჩვენი პარტნიორი, რომელიც მოიწონებს „ქართული ოცნების” მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმას”, - აღნიშნა აკაკი ბობოხიძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა