„აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით კიდევ ერთი კომპანია გაფართოვდა

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული კომპონენტის ფარგლებში, ბენეფიციარი - პლასტიკური ბოთლების ნახევარფაბრიკატებისა და რძის კონტეინერების მწარმოებელი საწარმო გაფართოვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სააგენტო „აწარმოე საქართველოდან“ აცნობეს, შპს „ალფა პეტი“, პლასტიკური ბოთლების ნახევარფაბრიკატების წარმოებით არის დაკავებული.

„წარმოებული პროდუქციით ისეთ კომპანიებს ამარაგებს, როგორებიცაა: კოკა-კოლა, ბორჯომი, სნო და ა.შ. ამასთანავე, კომპანია წელიწადში 15 მილიონამდე რძის პროდუქტების შესანახ კონტეინერს აწარმოებს და ადგილობრივი ბაზრის გარდა, პროდუქციის რეალიზაციას სომხეთშიც ახორციელებს. აღნიშნული საწარმოს მიერ განხორციელებული ინვესტიციის ჯამური მოცულობა 30 მილიონ ლარს შეადგენს და ამ ეტაპზე 54 ადამიანი ჰყავს დასაქმებული. აღსანიშნავია, რომ საწარმო „ალფა პეტი“ ინდუსტრიული კომპონენტის ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ სესხის საპროცენტო განაკვეთს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დაფარავს. შეგახსენებთ, რომ პანდემიიდან გამოწვეული მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, ცვლილებები შევიდა სააგენტოს ინდუსტრიულ კომპონენტში. კერძოდ, პროგრამაში მონაწილეობისთვის დადგენილი სასესხო ლიმიტი 50 000 ლარამდე შემცირდა, ხოლო სესხის მაქსიმალური მოცულობა 10 მლნ ლარამდე გაიზარდა. ამასთანავე, თანადაფინანსების თვეების რაოდენობა 24-დან 36 თვემდე გაიზარდა“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო