ნინო ბურჯანაძე - ახლა სპეცრაზმის შემოყვანა ნიშნავს იმაზე უარესს, რაც 26 მაისს მოხდა, ღმერთმა ნუ ქნას, ხელისუფლებამ ასეთი სისულელე გააკეთოს, თორემ ისე ჩამოიშლებიან, თავისივე ნანგრევებში მოყვებიან

იმედი მაქვს, რომ ძალების მობილიზება ან შეშინებისთვისაა გაკეთებული, ან რაღაც გაუგებრობას აქვს ადგილი, - ამის შესახებ "ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც, ნიკა მელიას სასამართლო პროცესის პარალელურად საპოლიციო ძალების მობილიზება ხდება.

როგორც ბურჯანაძემ ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში განუცხადა, ძალის გამოყენება უგუნური გადაწყვეტილება იქნება.

"აქ, ახლა სპეცრაზმის შემოყვანა ნიშნავს იმაზე უარესს, რაც 26 მაისს მოხდა, იმიტომ, რომ დახურულ სივრცეში საშიშროება გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე თუნდაც რუსთაველზე, რომელსაც ალყა დაარტყეს. ღმერთმა ნუ ქნას, რომ ამ ხელისუფლებამ ასეთი სისულელე გააკეთოს, თორემ ისე ჩამოიშლებიან, თავისივე ნანგრევებში მოყვებიან, მაგრამ ყველაზე ცუდი იქნება ის, რომ ეს ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს ქვეყანაში. ძალის გამოყენებას რაც შეეხება, აქ გაბედვაზე არ არის საქმე, ეს იქნება უგუნური გადაწყვეტილება. გამბედაობას ჭკუაც სჭირდება და უგუნურება სხვა რამეა", - განაცხადა ბურჯანაძემ.

მან ასევე უპასუხა კითხვას, ხომ არ შეხვედრია ყოფილ შს მინისტრს ვანო მერაბიშვილს, რომელიც დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში იმყოფებოდა.

"ვანო მერაბიშვილთან არ მისაუბრია და არც ვაპირებ. არც ვიცი, საერთოდ იყო თუ არა აქ. საქმის კურსში არ ვარ და ამას არც აქვს პრინციპული მნიშვნელობა. თუმცა, მან თავისი სასჯელი მოიხადა. მე რა დამოკიდებულება მაქვს, ეს ყველამ კარგად იცით", - განაცხადა ბურჯანაძემ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განმარტება გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, “ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალური ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელ დავალებათა დეპარტამენტის მეორე განყოფილების ბაზა მდებარეობს, სამართალდამცავების მობილიზებაა. როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბაზაზე თანამშრომლების გადაადგილება ყოველდღიურად ხდება და ამაში განსაკუთრებული არაფერია.

„აღნიშნულ ადგილზე მდებარეობს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზა. იქ ყოველდღიურად ხდება თანამშრომლების გადაადგილება. დღეს არაფერი განსაკუთრებული აღნიშნულ ბაზაზე არ ხორციელდება“, - განაცხადეს შსს-ში.

არსებული ინფორმაციით, ბაზის ტერიტორიაზე რამდენიმე მიკროავტობუსი დგას, რომელთა ნაწილშიც სამართალდამცავები სხედან.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს