ნიკა მელიას ადვოკატი მოსამართლეს  - თქვენს სინდისთან ერთხელ მაინც ხომ დარჩებით მარტო? აიცილეთ ეს საქმე

პატივცემულო მოსამართლე, ეს მაშველი რგოლია პერსონალურად, აიცილეთ ეს საქმე, - ამ სიტყვებით მიმართა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ მოსამართლე ნინო ჩახნაშვილს. მოსამართლემ ადვოკატს სასამართლოს უპატივცემულობის გამო შენიშვნა მისცა.

"დღეს რომ იქ სისხლი დაიღვაროს სპეცრაზმის მიერ, ამ ფაქტებზე ხომ თქვენი შვილები დაგელაპარაკებიან? თქვენს სინდისთან ერთხელ მაინც ხომ დარჩებით მარტო? ახლა ამ მდგომარეობიდან გამოსავალი ერთია, გადაწყვეტილებას რომ ვერ შეცვლით, ეს ვიცით და აიცილეთ ეს საქმე", - განაცხადა ბასილაიამ.

ადვოკატ გიორგი კონდახაშვილის განცხადებით კი, ნიკა მელიას დაკავების აღსრულება ბრუტალური ფორმით დაწყებული აქვთ.

"მოსამართლეს გადაწყვეტილება არ გამოუტანია და "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან სპეცრაზმია მობილიზებული, იმდენ პატივსაც არ სცემენ სასამართლოს რომ სახე შეუნარჩუნონ. ნამდვილად არ ვუსურვებდი ჩემ თავს და ჩემ მეგობრებს, ისეთ მდგომარეობაში აღმოვჩენილიყავით, როგორშიც თქვენ ხართ. ბატონო მოსამართლე, იმდენი პატივიც არ გცეს, რომ გადაწყვეტილებას ფორმალურად მაინც დალოდებოდნენ",- განაცხადა კონდახაშვილმა.

დაცვის მხარის შუამდგომლობას, რომლის მიხედვითაც ისინი მოსამართლის აცილებას ითხოვენ, პროკურატურა არ დაეთანხმა. როგორც საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განმარტა, ადვოკატების შუამდგომლობა დაუსაბუთებელი და ჰიპოთეტურია და ის არ უნდა დაკმაყოფილდეს. პროკურორ ია დარჯანიას განცხადებით, უპრეცედენტო ფსიქოლოგიური ზეწოლაა მოსამართლეზე.

დაცვის მხარის შუამდგომლობის განსახილველად მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი სათათბიროდ გავიდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს