დავით ზალკალიანმა აშშ-ს, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და ევროკავშირის მისიების ხელმძღვანელებს ოკუპირებული რეგიონების მილიტარიზაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის, საფრანგეთისა და ევროკავშირის მისიების ხელმძღვანელებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, დავით ზალკალიანმა ელჩებს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მილიტარიზაციისა და აღნიშნულ რეგიონებში შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

უწყების ინფორმაციით, მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით საოკუპაციო რეჟიმის მიერ ბოლო პერიოდში გახშირებულ დესტრუქციულ ქმედებებზე, მათ შორის, ისაუბრა ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის პროვოკაციული გადაწყვეტილების გამო, საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძისთვის 12 წელზე მეტი ვადით უკანონო პატიმრობის გახანგრძლივების შესახებ. უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებლივი განთავისუფლების, ასევე, ოკუპირებული რეგიონების მიმართულებით გახშირებული ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებისა და რუსეთის ფედერაციის მიერ ანექსიის კუთხით გადადგმული ნაბიჯების შედეგად გამოწვეული პრობლემების გადაჭრაზე საუბრისას, ხაზი გაესვა აღნიშნულ პროცესებში საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას. აღნიშნულ კონტექსტში, ყურადღება გამახვილდა მხარეებს შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმატებში შემდგომი თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობაზე. მხარეები შეთანხმდნენ, განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა ყველა აქტუალურ საკითხზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა