გიორგი კონდახაშვილი - მოსამართლე იმდენად ემოციური სტრესის ქვეშ არის, სათათბიროდ გავიდა, რომ თავი პროცესიდან აიცილოს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატის გიორგი კონდახაშვილის განცხადებით, მოსამართლე იმდენად ემოციური სტრესის ქვეშაა, რომ სათათბიროდ გავიდა აიცილოს თუ არა თავისი თავი ამ პროცესიდან.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლება სასამართლოს უყურებს არა როგორც მართლმსაჯულების ორგანოს, არამედ უყურებენ თავიანთი დაკვეთების შემსრულებლად.

„ფორმალურადაც არ ცდილობენ მოსამართლეებისთვის სახის შენარჩუნებას. მე ადამიანურად მოსამართლის მდგომარეობაში ძალიან შევდივარ. მოსამართლე ისეთ მდგომარეობაში ჩააყენეს, ფაქტობრივად ერთი საათიც კი ვერ მოითმინეს, სულსწრაფად, ფორმალურად არ ეცადნენ, რომ მოსამართლისთვის, რომელიც პროცესზე იჯდა და გადაწყვეტილება არ ჰქონდა გაჟღერებული, ერთი საათი მოეცადათ და სპეცოპერაცია მერე დაეწყოთ. თორემ, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ის არ იღებს გადაწყვეტილებას. ეს რას ნიშნავს? ეს იყო გამაოგნებელი ფაქტი და მოსამართლე იმდენად ემოციური სტრესის ქვეშ არის, რომ გავიდა სათათბიროდ, თავისი თავი ამ პროცესიდან რომ აიცილოს. მოსამართლე მსგავს 100-დან 99 შემთხვევაში ადგილზე თათბირით აცხადებს ხოლმე, რა თქმა უნდა, ეს არ არის დასაბუთებული. ჩვენ ვუთხარით, თქვენ ხართ მიკერძოებული, არაობიექტური და უნდა აცილდეთ და გავიდა მოსაფიქრებლად. არ ვიცი რას გადაწყვეტს. მოსამართლე გაოგნებული და დასტრესილი გავიდა პროცესიდან“, - განაცხადა კონდახაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა