სალომე სამადაშვილი - საქმე გვაქვს ხელისუფლებასთან, რომელმაც არაერთხელ იძალადა საკუთარ ხალხზე, არ გამოვრიცხავ, რომ ძალადობაზე კიდევ ერთხელ წამოვიდეს

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ნიკა მელიას დაპატიმრება საგრძნობლად გააღრმავებს პოლიტიკურ კრიზისს.

როგორც სამადაშვილმა ჟურნალისტებს პარტიის ოფისში განუცხადა, ის ხელისუფლების მხრიდან ძალადობასაც არ გამორიცხავს.

"ეს არის ის ხელისუფლება, რომელმაც 20 ივნისს გავრილოვი ჯერ დაპატიჟა საქართველოს პარლამენტში, შემდეგ საქართველოს მოქალაქეებს გაუსწორდა სისხლიანი მეთოდებით გავრილოვის ჩამოყვანის გაპროტესტებისთვის. ამიტომ ცხადია, რომ არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. ჩვენ საქმე გვაქვს ხელისუფლებასთან, რომელმაც არაერთხელ იძალადა საკუთარ ხალხზე. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ ძალადობაზე კიდევ ერთხელ წამოვიდეს", - განაცხადა სამადაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა