გიორგი ვაშაძე - როგორიც არ უნდა იყოს სასამართლო გადაწყვეტილება, იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება არ წავა ფიზიკურ დაპირისპირებაზე და შევარდნებს არ დაიწყებს - დავსხდეთ ხალხო, ვილაპარაკოთ და შევთანხმდეთ

როგორიც არ უნდა იყოს სასამართლოს გადაწყვეტილება, მე იმედი მაქვს, რომ არ წავა ხელისუფლება ფიზიკურ დაპირისპირებაზე და არ დაიწყებს შევარდნებს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“, ნიკა მელიას საქმეზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მიმდინარე პროცესი მშვიდობიანად განიმუხტოს.

„აბსოლუტურ საგიჟეთში ვართ. ამ გადაწყვეტილებით გამოჩნდება, თუ რეალურად, რა სურს „ქართულ ოცნებას“ - მას უნდა მეტი ესკალაცია ქვეყანაში, თუ დამშვიდება. მე არ ვიტყვი ახლა, რომ თუ ისინი მიიღებენ არასაპატიმრო აღკვეთ ღონისძიებას, ეს არის მარცხი ვიღაცის - არა ბატონებო, ეს არის უფრო კარგი ჩვენი ქვეყნისთვის და ნორმალური განვითარებისთვის.

მე ყველა მშვიდობიან, არაძალადობრივ პროტესტს ვემხრობი, მაგრამ დღეს მთავარი უკანონობის ჩამდენი არის „ქართული ოცნება“, დეესკალაციის გასაღები არ არის ოპოზიციის ხელში, ეს არის ხელისუფლების ხელში. როგორიც არ უნდა იყოს სასამართლო გადაწყვეტილება, მე იმედი მაქვს, რომ არ წავა ხელისუფლება ფიზიკურ დაპირისპირებაზე და არ დაიწყებს შევარდნებს. დავსხდეთ ხალხო, ქართველები ვართ ბოლოს და ბოლოს ვილაპარაკოთ და შევთანხმდეთ. უნდა შევთანხმდეთ რიგგარეშე არჩევნებზეც, უნდა შევთანხმდეთ პოლიტიკური დევნის შეწყვეტაზეც, გიორგი რურუას გათავისუფლებაზეც და უნდა შევთანხმდეთ ისეთ მექანიზმზე, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ დაასრულებს ამ პოლიტიკური ნიშნით მართლმსაჯულების გამოყენების შესაძლებლობას.

მე ვიტოვებ იმედს, რომ მოსამართლე ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებს და სპეცსამსახურები არ წავლენ პირდაპირ ძალადობაზე. ვერ წვდებიან მიხეილ სააკაშვილს, ერთის მხრივ ვერ აპატიმრებენ და მეორეს მხრივ დიდად არც უნდათ, რომ დააპატიმრონ - დანარჩენი ის არის, რომ ფიქრობენ რაც მეტ პოლიტიკურ ოპონენტს მოიშორებენ საქართველოში მით უფრო გაიმარტივებენ და გაიმყარებენ პოზიციებს 2024 წლამდე და არ მოუწევთ რიგგარეშე არჩევნების ჩატარება. ჩემი გზა არის ასეთი - შევთანხმდეთ, დავასრულოთ ეს პოლიტიკური ანგარიშსწორებები, გამოვუშვათ ვინც გამოსაშვებია. ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ რა გვინდა“, - განაცხადა ვაშაძემ.

იხილეთ ვიდეო: როგორიც არ უნდა იყოს სასამართლო გადაწყვეტილება, იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება არ წავა ფიზიკურ დაპირისპირებაზე და შევარდნებს არ დაიწყებს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა