ნიკა მელიას საქმის მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმის მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი გადაწყვეტილების გამოსატანად სათათბიროდ გავიდა.

მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს, შეეცვლება თუ არა ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული ჯამში 70 000-ლარიანი გირაო პატიმრობით.

პროცესზე საქმის განხილვა თითქმის 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

სწორედ ბრალდების მხარემ მიმართა სასამართლოს ნიკა მელიასათვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობით.

პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედებები კანონის დანაწესებთან კონფლიქტში მოდის.

დაცვის მხარის განმარტებით კი, ნიკა მელია საერთოდ აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დარჩეს და ამასთან, მის მიმართ დაწესებული ყველა შემზღუდავი ღონისძიება უნდა გაუქმდეს.

კორნელი კაკაჩია - ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ქვეყნის გადაყვანა დაპირისპირების რელსებიდან კონსტრუქციულობის ფორმატში, თუმცა ამის რესურსს მმართველ გუნდში ვერ ვხედავ
დიმიტრი შველიძე - რუსული ოკუპაციის 100 წლისთავზე მთავარია გვახსოვდეს - ყოფილი მეტროპოლია ფარული ჩარევით, მშვიდად უყურებს საქართველოში პოლიტიკური ბანაკების გაუთავებელ ომს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2021
ახალი სენსორული POS სავაჭრო ობიექტებისთვის
რას წარმოადგენს Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამა?
სითი თაუერი – შენი წარმატების წერტილი ბიზნესში! (R)
კომპანია "სილქნეტი" განცხადებას ავრცელებს
როგორ შეუძლიათ ბიზნესებს თანამშრომელთა სამუშაო საათები ავტომატურად აღრიცხონ?
ბაკურიანის მსოფლიო თასის ეტაპებისთვის რეგისტრაცია დასრულებულია
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან არსებულმა დაზარალებულთა ნდობის ფონდმა საქართველოსთვის დახმარების პროგრამა დაამტკიცა
ლაბორატორია „მეგალაბში“ კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის დადგენაა შესაძლებელი