ნიკა მელიას ადვოკატი - თუ მოსამართლე სამართლებრივ სივრცეში დარჩება, უალტერნატივოდ არ უნდა დააკმაყოფილოს პროკურატურის შუამდგომლობა, თუმცა ამაში ეჭვი მეპარება

თუ მოსამართლე სამართლებრივ სივრცეში დარჩება, მან პროკურატურის შუამდგომლობა უალტერნატივოდ არ უნდა დააკმაყოფილოს, თუმცა ამაში ეჭვი მეპარება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დაპატიმრებით თავისუფლებისთვის ბრძოლის იდეას ვერ ჩაკლავენ.

„ჩვენ მოვისმინეთ სრული დემაგოგია, არავითარი ანონიმური მოწმე არ არსებობს, ვისზე ზემოქმედებაც ნიკა მელიას შესაძლოა მოეხდინა. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ნიკა მელიასთან, თუნდაც ირიბი კავშირი სავარაუდო მოწმეს არ გააჩნია, ველოდებით მოსამართლე რა გადაწყვეტილებას მიიღებს. თუ მოსამართლე სამართლებრივ სივრცეში დარჩება, მან უალტერნატივოდ არ უნდა დააკმაყოფილოს პროკურატურის შუამდგომლობა, თუმცა, ეჭვი მეპარება ამაში. სამართლებრივ სივრციდან ეს საქმე დიდი ხანია გასულია. რა გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული, ეს გადაწყვეტილება ამ დარბაზში რომ არ მიიღება, თავისთავად ცხადია. მე ვიმედოვნებ, ამ სიბრიყვეს არ ჩაიდენენ და ნიკა მელიას არ დააპატიმრებენ, ვინაიდან, ამ დაპატიმრებით მიზნებს ვერ მიაღწევენ, თავისუფლებისთვის ბრძოლის იდეას ვერ ჩაკლავენ. ამ ინსტრუმენტის გამოყენებით თავის თავს დააზიანებენ. იმ ადამიანებმა ვინც ამას წყვეტს, უნდა გააცნობიერონ. ძალიან მინდა, რომ ვცდებოდე, როცა მაქვს მოლოდინი, რომ სასამართლო სამართლებრივი სივრციდან არის გასული“, - განაცხადა კონდახაშვილმა.

ცნობისთვის, ნიკა მელიასთვის აღკვეთი ღონისძიების შეცვლის შესახებ, თითქმის 6 საათიანი განხილვის შემდეგ, მოსამართლე გადაწყვეტილების გამოსატანად გავიდა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა