სოზარ სუბარი - „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი არ არის პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, არც ნიკა მელიაა ესმერალდა და ამდენი კვაზიმოდო არ სჭირდება

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი არ არის პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, არც ნიკა მელია არ არის ესმერალდა და ეს ამდენი კვაზიმოდო არ სჭირდება - თამაშობენ და დავანებოთ თავი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა “პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“, ნიკა მელიას საქმეზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სასამართლო არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი და სასამართლო მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რა გადაწყვეტილებაც იქნება კანონიერი.

„გადამეტებული ბაქიბუქი შიშის ყველაზე კარგი ინდიკატორია და რისი ეშინიათ, მართლა ვერ გავიგე, კანონი არსებობს და უნდა იკანონოს, ამას წინ ვერავინ ვერ აღუდგება. გაუგებარია, რას აპირებენ. ზოგადად უნდა გითხრათ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი არ არის პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, არც ნიკა მელია არ არის ესმერალდა და ეს ამდენი კვაზიმოდო არაფერში არ სჭირდება. კანონი ასრულდება კიდევ ერთხელ გავიმეორებ და ვერავინ ვერ შეეწინააღმდეგება მას. თუ ვინმე ზედმეტს იზამს ის შესაბამისად კანონი მათ მიმართაც ზუსტად ისეთივეა, როგორიც ნებისმიერი მოქალაქის მიმართ. ენას მთელი დღეა ხმარობენ და დავიღალეთ ჩვენც და მგონი მთელი საზოგადოებაც. თამაშობენ და დავანებოთ თავი. ამ თამაშით დაიღლებიან თვითონაც და რატომ ვერ ეგუებიან წაგებას?! სასამართლო იმიტომაა სასამართლო, რომ არავის ჭკუაზე არ გაივლის და არავის ნებას არ აღასრულებს, ჩვენ მივეცით პროკურატურას საშუალება, რომ საქმე მისულიყო სასამართლოში. სასამართლო არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი და სასამართლო მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რა გადაწყვეტილებაც იქნება კანონიერი. ნიკა მელიას მართლა აქეზებენ. აქეზებს პირველ რიგში სააკაშვილი, რომელიც თვითონ ვერ ბედავს აქ ჩამოსვლას“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

იხილეთ ვიდეო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს