საბა ბუაძე - ხელისუფლებამ გაავლო მკაფიო მორალური ხაზი, თავად კი დარჩა პოლიტიკური დევნის მხარეს

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი საბა ბუაძე სხვა ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად ელოდება სასამართლოს გადაწყვეტილებას ნიკა მელიას საქმეზე და ადგილიდან აფასებს მიმდინარე პოლიტიკურ და სამართლებრივ პროცესს.

საბა ბუაძის თქმით, ხელისუფლება მიმდინარე პროცესით, რასაც ახლა საქართველო ადევნებს თვალს მოქმედი ხელისუფლება გამოუსწორებელ ზიანს აყენებს სახელმწიფო ინტერესებს და ქვეყანას ულახავს საერთაშორისო იმიჯს.

"მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნით და მთელი ამ პროცესებით ხელისუფლებამ გაავლო ძალიან მკაფიო მორალური ხაზი, სადაც თავად დარჩა პოლიტიკური დევნის, ადამიანების შევიწროვების მხარეს, ხოლო სხვა ყველა დანარჩენი დარჩა საღი აზრის, დემოკრატიის მხარეს. ამ პროცესებით კიდევ ერთხელ ხდება ლუსტრაცია, თუ რამდენად არ ადარდებს „ქართულ ოცნებას“ ჩვენი ქვეყნის დემოკრატია, ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი და გამოუსწორებელ ზიანს აყენებს პირველ რიგში სახელმწიფოებრივ, დემოკრატიულ ინტერესებს“, - განაცხადა საბა ბუაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა