ნიკა მელია - გუშინ ჩვენ  ვიხილეთ გავრილოვის პარლამენტი, დღეს კი ყველამ ერთად ვიხილეთ  გავრილოვის სასამართლო! - ამ განაჩენით გვასამართლებენ ყველას, ვინც 20 ივნისს ხმა აიმაღლა და თვალგახელილი შეხვდა რეზინის ტყვიებს

ამ განაჩენით ვსამართლდებით ყველა, ვინც ისტორიის სწორ მხარეს ვდგავართ, ვინც 2019 წლის 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე გამოვიდა, ხმა აიმაღლა, არ შეუშინდა, სამართლიანად აღშფოთდა, თვალებში ჩახედეს უსამართლობას, რომელსაც გავრილოვის სახით ხელისუფლება სთავაზობდა და თვალგახელილი შეხვდა რეზინის ტყვიებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ სასამართლოს მიერ მის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს ქვეყანა დილემის წინაშე დგას.

„ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის. უკანასკნელი დღეების განმავლობაში, ყველა ჩვენი კოლეგის სახელით ძალიან დიდი სოლიდარობა ვიგრძენი, რომელიც არასდროს, უკანასკნელი 41 წლის განმავლობაში არ მიგრძვნია. ახლა კი მთავარი - გუშინ ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ გავრილოვის პარლამენტი, დღეს კი ყველამ ერთად ვიხილეთ გავრილოვის სასამართლო, თუმცა ყველაზე მთავარი ხვალინდელი დღე, ჩვენი მომავალი მხოლოდ და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული. ის ვერდიქტი, რომელიც გუშინ გამოიტანა გავრილოვის სასამართლო/ პარლამენტმა, გუშინდელი სხდომა ხომ არ იყო საპარლამენტო სხდომა, გუშინდელი სხდომაც იყო სასამართლო სხდომა და დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გამოტანილი ვერდიქტი არ ასამართლებს ერთ ცალკეულ ადამიანს, ან ორ და სამ ადამიანს, ამ განაჩენით ვსამართლდებით ყველა, ვინც ისტორიის სწორ მხარეს ვდგავართ, ვინც 2019 წლის 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე გამოვიდა, ქვეყნის მთავარ გამზირზე, ხმა აიმაღლა, არ შეუშინდა, სამართლიანად აღშფოთდა, თვალებში ჩახედეს უსამართლობას, რომელსაც გავრილოვის სახით ხელისუფლება სთავაზობდა და თვალგახელილი შეხვდა რეზინის ტყვიებს, დათვებზე სანადირო ტყვიებს. თვალები არ დაუხუჭეს და თვალების დაკარგვის ხარჯზე სიამაყე, ღირსება და თავისუფლება შევინარჩუნეთ. ასამართლებენ ყველა იმ ადამიანს, ვინც განვითარებული საქართველოს უკეთესი ხვალინდელი დღის მომხრეა. რა დილემის წინაშე ვდგავართ? - ან თავისუფალი საქართველო ან დამონებული საქართველო; ან ღირსეული ან ღირსებააყრილი საქართველო; ან თავისუფალი ქვეყნის, თავისუფალი მოქალაქეების, თავისუფალი მომავალი ან ოკუპანტის ბორკილები. მე დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლება, რეჟიმი დგას მხოლოდ და მხოლოდ ძალმომრეობაზე და ჩვენ ვდგავართ სიმართლეზე“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა მიიღო. პროცესი 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას ბრალდებული, ნიკა მელია არ დასწრებია.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა