ბადრი ჯაფარიძე - ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება არის დაპატიმრება ოპოზიციის

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება ოპოზიციის დაპატიმრების ტოლფასია. როგორც მან „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ისინი სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას უპირისპირებენ სრულ სოლიდარობას და სიმშვიდეს.

„სამწუხაროდ, ხელისუფლებამ კონფრონტაციის, დაპირისპირების გაღრმავების გზა აირჩია. ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება არის დაპატიმრება ოპოზიციის შესახებ. ეს არის ტოლფასი ოპოზიციის დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილების. შესაბამისად, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ვუპირისპირებთ სრულ სოლიდარობას, სიმშვიდეს. ჩვენს ხელში ყველაზე დიდი ძალა და იარაღი არის სიმართლე და ზრუნვა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის.

ეს არის ისეთი იარაღი, რომელიც ყველაფერს დაამარცხებს და წინ აღუდგება ყველა ძალისმიერ მეთოდს ჩვენს წინააღმდეგ. ამიტომ, ამ პოზიციაში ჩვენ ერთიანი ვართ. სიმშვიდე, სრული სოლიდარობა და ზრუნვა იმაზე, რომ ამ ქვეყანაში ასეთი ტიპის მმართველობა დასრულდეს. მგონია, რომ ეს ამ თვალსაზრისით ისტორიული დღეა იმიტომ, რომ ჩვენ ყველამ ერთად დავინახეთ, ხელისუფლება ვერ აცნობიერებს პასუხისმგებლობას, რომელიც მას აკისრია. მას მიაჩნია, რომ ძალისმიერი მეთოდით შეიძლება დათრგუნო თავისუფალი სული, რაც ასე არ არის. ისინი დაინახავენ საპასუხო რეაქციას, რომელიც იქნება მშვიდი, მშვიდობიანი და სრული სოლიდარობა“,-განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა მიიღო. პროცესი 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას ბრალდებული, ნიკა მელია არ დასწრებია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა