ნიკა მელია - ბიძინა ივანიშვილო, სერგეი გავრილოვო, თავისუფლების იდეა არასდროს გასამართლებულა და არც ახლა გასამართლდება

თავისუფლების იდეა არასდროს გასამართლებულა და არც ახლა გასამართლდება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ სასამართლოს მიერ მის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ უკანონობის და უსამართლობის ჯაჭვი გაწყვიტა.

ბიძინა ივანიშვილო, სერგეი გავრილოვო, თავისუფლების იდეა არ სამართლდება და არ გასამართლებულა არასდროს. ბუნებრივია არც ახლა გასამართლდება, ეს ძალმომრეობა და ძალადობა დამთავრებულია. თქვენ გაწყვიტეთ ის ჯაჭვი, რომელიც გეგონათ, რომ მყარი იყო, ჯაჭვი უკანონობისა და უსამართლობისა და ეს უსამართლობის ძლიერება, რომელიც გეგონათ რომ სამარადჟამოდ იქნებოდა, დასრულებულია. ასამართლებენ ყველა იმ ადამიანს, ვინც განვითარებული საქართველოს უკეთესი ხვალინდელი დღის მომხრეა. რა დილემის წინაშე ვდგავართ? - ან თავისუფალი საქართველო ან დამონებული საქართველო; ან ღირსეული ან ღირსებააყრილი საქართველო; ან თავისუფალი ქვეყნის, თავისუფალი მოქალაქეების, თავისუფალი მომავალი ან ოკუპანტის ბორკილები. მე დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლება, რეჟიმი დგას მხოლოდ და მხოლოდ ძალმომრეობაზე და ჩვენ ვდგავართ სიმართლეზე“, - განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა მიიღო. პროცესი 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას ბრალდებული, ნიკა მელია არ დასწრებია.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა