ნიკა მელიას საქმის პროკურორი - იმედს გამოვთქვამთ, რომ ბრალდებული ამ შემთხვევაში მაინც გამოცხადდება შესაბამის ორგანოში

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმის პროკურორის მიხეილ სადრაძის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილებას შესაბამისი ორგანო გონივრულ ვადაში შეასრულებს.

როგორც სადრაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, ნიკა მელიას არასათანადო ქცევიდან და სხვა გარემოებებიდან გამომდინარე, მის მიმართ პატიმრობის გამოყენება საფუძვლიანი იყო.

"ჩვენი პოზიცია იყო დასაბუთებული და მომდინარეობდა კანონიდან. შესაბამისად, ბრალდებულის არასათანადო ქცევა, სასამართლოსადმი უპატივცემულობა მთელი ამ პროცესისადამი, მისი არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება სამართლებრივი პერსპექტივიდან, შეგნებულად არგადახდა და სხვა გარემოებები ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს ქმნიდა",- განაცხადა სადრაძემ.

რაც შეეხება გადაწყვეტილების აღსრულებას, სადრაძის განცხადებით, აღსრულებისთვის კონკრეტული დრო განსაზღვრული არაა.

"აღსრულება დაავალა შესაბამის ორგანოს, აქედან გამომდინარე ამ გადაწყვეტილებას შეასრულებს შესაბამისი ორგანო გონივრულ ვადაში. მე ზუსტად ვადას ვერ გეტყვით, თუმცა კანონმდებლობაში ამის კონკრეტული ვადა არ არსებობს. იმედს გამოვთქვამთ, რომ ბრალდებული ამ შემთხვევაში მაინც გამოცხადდება შესაბამის ორგანოში და მოახდენს შესაბამის ქმედებას",- განაცხადა სადრაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო