ნინო ბურჯანაძე - არის მცდელობა, რომ უსამართლოდ დაჩაგრონ ადამიანი, მაგრამ ვერ დაჩაგრავენ ვერც ნიკა მელიას და ვერც თითოეულ ჩვენგანს, მონებად ვერ გვაქცევენ!

არ გაბედოს ხელისუფლებამ, ძალისმიერი მეთოდის გამოყენება, მსოფლიო ისტორიაში შევა, როგორც ბარბაროსი ხელისუფლება , - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას გამოეხმაურა.

როგორც ნინო ბურჯანაძე აცხადებს, ოპოზიცია პროტესტს მშვიდობიანი ფორმით გააგრძელებს.

„არ გაბედოს ხელისუფლებამ, ძალისმიერი მეთოდის გამოყენება, მსოფლიო ისტორიაში შევა, როგორც ბარბაროსი ხელისუფლება. ჯერ არ ყოფილა ისტორიაში, რომ გირაოს გადაუხდელობის გამო, პარტიული ოფისი დაერბიათ და პარტიის ლიდერი ძალადობრივად აეყვანათ, ან მცდელობა ჰქონოდათ ძალადობრივად აყვანის. ჩვენ მშვიდობიანად ვართ აქ, განწყობილნი ვართ, რომ მშვიდობიანი პროტესტი გავაგრძელოთ, რათა უსამართლობა არ დავუშვათ. ნებისმიერი უკანონობა ხელისუფლების მხრიდან ამ ხელისუფლების დასასრულს მათთვის კატასტროფულად სწრაფად, კოსმოსური სისწრაფით და ბგერის სისწრაფეზე უფრო სწრაფად დაასრულებს“,-განაცხადა ბურჯანაძემ.

როგორც ნინო ბურჯანაძე დასძენს, არის მცდელობა,“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია უსამართლოდ დაჩაგრონ.

„დღეს, არის მცდელობა, რომ უსამართლოდ დაჩაგრონ ადამიანი, მაგრამ ხედავთ, ის არ არის დაჩაგრული, ვერ დაჩაგრავენ ვერც მას და ვერც თითოეულ ჩვენგანს, მონებად ვერ გვაქცევენ. დღეს საქართველოში არ შეიძლება ადამიანი იყოს ნეიტრალური. ან უნდა იყოს სიმართლის მხარეს, ან უნდა იყო მონა. დღეს ან უნდა იყო „ქართლი ოცნების“ მხარეს, ან სრულიად ოპოზიციის და სიმართლის მხარეს. დღეს, დიახ, ეს არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი. ჩვენ ვიხილეთ მონური პარლამენტი, გვყავს მონა პრეზიდენტი, სასამართლო მონური ერთგულებით და მორჩილებით, პროკურატურა მონური მორჩილებით, მაგრამ დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხი მონობას არ შეეგუება“,-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო