ირაკლი ოქრუაშვილი - ნიკა მელია გახდა თავისუფლების სიმბოლო და ჩვენ ამ თავისუფლებას ივანიშვილს არ დავანებებთ, გამორიცხულია!

ნიკა მელია გახდა თავისუფლების სიმბოლო და ჩვენ ამ თავისუფლებას ივანიშვილს არ დავანებებთ, გამორიცხულია! - ამის შესახებ პარტია „გამარჯვებული საქართველოსთვის“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა, ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებაზე საუბრისას განაცხადა.

ოქრუაშვილის განცხადებით, მელიას მიმართ პატიმრობის შეფარდება ბიძინა ივანიშვილის ერთპიროვნული გადაწყვეტილებაა.

„ეჭვი არ მეპარება, რომ ივანიშვილმა უკვე უპატაკა გავრილოვს ის საჩუქარი, რომელიც სპეციალურად მისთვის მომზადდა - ნიკა მელიას დაპატიმრების ვერდიქტი. შარშან, როდესაც 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მომისაჯეს და შემდეგ, მე და გიგი უგულავა გაგვათავისუფლეს პრეზიდენტის შეწყალების აქტით, კანონმორჩილი მოქალაქის გულუბრყვილობით ვიფიქრე, რომ ივანიშვილმა სწორი დასკვნები გააკეთა და ამ თემიდან დისტანცირებას ახდენს, მაგრამ დღეს ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებით, რომელიც იყო მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილება, ეს არ იყო ვინმე შოთაძის ან გახარიას გადაწყვეტილება, ეს იყო ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილებით მან შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენი ქვეყნის ყველა წესიერ, პატრიოტ, გულანთებულ, თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანს. არამარტო მათ, ვინც 20 ივნისის ღამეს გარკვეული დაზიანება მიიღო, არამედ ძალიან ბევრ ადამიანს ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით. ეს უკვალოდ არ ჩაივლის. ჩვენ არ ვართ პარტიული ჭრილით გაერთიანებულები, ნიკა მელიასთან მიმართებაში ეს ერთობა გასცდა ყოველგვარ ჩარჩოებს. ნიკა მელია გახდა თავისუფლების სიმბოლო და ჩვენ ამ თავისუფლებას ივანიშვილს არ დავანებებთ, გამორიცხულია! რა ფასადაც არ უნდა დაგვიჯდეს ეს. ჩვენ ერთხელ უკვე ვნახეთ მისი მხრიდან ჩვენზე გადავლა, როდესაც დავუთმეთ მას და ამ დათმობას აღარ ვაპირებთ“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა მიიღო.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს