მიხეილ სააკაშვილი - ნიკას და ჩვენი ყველას სამოქმედო გეგმა კანონისა და სამართლის სადარაჯოზე ყოფნაა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შემდეგ, მათი სამოქმედო გეგმა კანონისა და სამართლის სადარჯოზე ყოფნაა.

მისი თქმით, მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ „ბიძინა ივანიშვილმა ბოლომდე გახრწნა და გააუბედურა ქვეყანა, თითოეული ადამიანის მორალი და სინდისი“.

„ნიკას და ჩვენი ყველას სამოქმედო გეგმა კანონისა და სამართლის სადარჯოზე ყოფნაა. სამართლიანობას ფეხქვეშ თელავენ. მხოლოდ ის ერები არიან წარმატებული, რომლებსაც შეუძლიათ ძალმომრეობის შეკავება, უსამართლობის წინაღმდეგ ბრძოლა“,-განაცხადა სააკაშვილმა.

მისი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი თავისუფლების მოყვარე ქართველებს ან ციხეში სვამს, ან იძულებს ხდის, რომ ქვეყანა დაატოვებინოს.

„ივანიშვილის გეგმა დღესავით ნათელია - ყველა თავისუფლების მოყვარე ქართველი შეიძლება იყოს ან ციხეში, ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ“, -განაცხადა სააკაშვილმა. მან აღნიშნა, რომ ახლა საზოგადოება უნდა გართიანდეს.

„ამ სიტუაციაში ჩვენი ერთადერთი ამოცანა არის, რომ საზოგადოების ერთიანობა გადაიზარდოს იმაში, რაც საქართველოს მოსახლეობამ გასული წლის ოქტომბრის არჩევნებზე თქვა. ამ დღეებში გვავიწყდება და ხშირად არ ვახსენებთ ოქტომბრის არჩევნებს. საქართველოს ხელისუფლება არის არალეგიტიმური, რადგან მან არჩევნები მოიპარა“,-განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, დღეს საქართველოში არ აღმოჩნდა არცერთი სინდისიერი მოსამართლე და პროკურორი.

„სამწუხაროდ, საქართველოში არ აღმოჩნდა არცერთი სინდისიერი მოსამართლე, არცერთი სინდისიერი პროკურორი. ეს ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილმა ბოლომდე გახრწნა და გააუბედურა ჩვენი ქვეყანა, თითოეული ადამიანის მორალი და სინდისი. საქართველოში მოსამართლეთა კორპუსი არ არსებობს იმიტომ, რომ ყველა ერთი, დიდი ნათესაური „კლანია“, რომელიც ერთად ქაფავს ფულს“,-განაცხადა სააკაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა მიიღო. პროცესი 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას ბრალდებული, ნიკა მელია არ დასწრებია.

იხილეთ ვიდეო:მიხეილ სააკაშვილი - ნიკას და ჩვენი ყველას სამოქმედო გეგმა კანონისა და სამართლის სადარაჯოზე ყოფნაა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა