აშშ-ის საელჩო - მოვუწოდებთ ხელისუფლებასა და ოპოზიციას, სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე მაქსიმალური თავშეკავება გამოიჩინონ - ეს უნდა გადაწყდეს მშვიდობიანად

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ხელისუფლებასა და ოპოზიციას თავშეკავების გამოჩენისკენ მოუწოდებს. შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე საელჩო განცხადებას ავრცელებს.

„მოვუწოდებთ ხელისუფლებას და ოპოზიციას, მაქსიმალური თავშეკავება გამოიჩინონ სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების ფონზე. ძალადობა მხოლოდ მათ ემსახურება, ვისაც სურთ, შეარყიონ საქართველოს სტაბილურობა. ეს უნდა გადაწყდეს მშვიდობიანად,“ - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოქვეყნდა.

იხილეთ ვიდეო:აშშ-ის საელჩო - მოვუწოდებთ ხელისუფლებასა და ოპოზიციას, სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე მაქსიმალური თავშეკავება გამოიჩინონ - ეს უნდა გადაწყდეს მშვიდობიანად

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს