გია ვოლსკი მელიასთვის პატიმრობის შეფარდებაზე - არცერთი დემოკრატიული ქვეყნის, არცერთ სასამართლოში, ვერცერთი მოსამართლე სხვანაირ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიასაქმესთან დაკავშირებით, არცერთი დემოკრატიული ქვეყნის, არცერთ სასამართლოში, ვერცერთი მოსამართლე სხვანაირ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა.

მისივე თქმით, როცა საზოგადოების წინ, დემონსტრაციულად ამბობ, მე ვიხსნი სამაჯურს, ეს იმას ნიშნავს, რომ განცხადებას აკეთებ „მოდით და შემიფარდეთ სხვა აღკვეთის ღონისძიება“.

„რა პროცესებსაც ამ ვერდიქტის შემდეგ ვუყურებთ, შეიძლება ითქვას, რომ მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვა გააჩნია. რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, აუცილებელი არაა იურისტი იყო რომ მიხვდე, რაღაც ისეთი ხდება, რაც კითხვებს ბადებს. არცერთი დემოკრატიული ქვეყნის, არცერთ სასამართლოში, ვერცერთი მოსამართლე სხვანაირ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა. ყველამ კარგად იცის, რომ თავიდან სასამართლოს გადაწყვეტილება იყო სამაჯურის გაკეთება შეზღუდვებით, მელია ამ ფორმით უნდა დალოდებოდა მთავარ სასამართლოს, სადაც შტურმში მინი მონაწილეობა განიხილებოდა. შესთავაზეს გირაოს გადახდა და სამაჯურის გაკეთება, მეტი არაფერი არ იყო შეთავაზება, ვფიქრობ რომ რაღაც საკითხებთან დაკავშირებით ნაკლები სიმკაცრეც გამოიჩინეს. რეალურად ერთადერთი, რაც სასამართლოს სხდომებამდე მოეთხოვებოდა, მიუხედავად ამ პოლიტიკური აქტივობისა, გააფთრებული ბრძოლისა, სამაჯურის თემა იყო. ერთადერთი პირობა იყო, რომ უნდა შეესრულებინა. როცა ასეთ ვითარებაში საზოგადოების წინ, დემონსტრაციულად ამბობ, რომ მე ვიხსნი სამაჯურს, ეს იმას ნიშნავს, რომ განცხადებას აკეთებ „მოდით და შემიფარდეთ სხვა აღკვეთი ღონისძიება“. ამის მიუხედავად კვლავ მოითხოვეს გირაოს გაზრდილი ოდენობით გადახდა. არც ამ თემაზე წამოვიდა. გიჩნდება ეჭვი, რომ ეს გამიზნულიც შეიძლებოდა ყოფილიყო, რომ როგორმე პარტია, რომელმაც არჩევნებში წარმატებას ვერ მიაღწია, წარმატებას ვერ მიაღწია იმ პოლიტიკაში, რასაც გაყალბების თავზე მოხვევა ჰქვია, რომელიც უარს ამბობს, რომ საგამოძიებო კომისიას სათავეში ჩაუდგეს და წარმართოს მისი მუშაობა, აქედან გამომდინარე სხვა არაფერი გრჩება პასუხად, რომ ეს არის რევოლუციური სცენარის ერთ -ერთი ნაწილი“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა მიიღო. პროცესი 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას ბრალდებული, ნიკა მელია არ დასწრებია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს