მამუკა მდინარაძე - დესტაბილიზაციის დამგეგმავ ძალას არ უნდა მივცეთ საშუალება, პროვოკაციაში ჩაგვითრიონ - ყველა გადაწყვეტილების აღსრულება უნდა მოხდეს ადამიანის უფლებების დაცვით, მაქსიმალურად კორექტულად

მოვუწოდებ ყველა სამართალდამცავს, ამ თუ ნებისმიერ სხვა აღსრულების პროცესში დაიცვან ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, არსებობს თუ არა გარანტია, რომ შსს არ დაარღვევს ადამიანის უფლებებს და ისე დააკავებს ნიკა მელიას.

მდინარაძის განცხადებით, ნებისმიერი გადაწყვეტილების აღსრულება ზედმიწევნით ზუსტად და ადამიანის უფლებების დაცვით უნდა მოხდეს.

„ჩვენ ვერასდროს დავემსგავსებით „ნაცმოძრაობას“ და ვერასდროს დავემსგავსებით იმათ, ვითომ ვისაც ებრძვიან, ოკუპანტ ძალას. ჩვენ ნებისმიერ საკითხზე, სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება თუ სხვა გადაწყვეტილება, რომელიც აღსასრულებლად სავალდებულოა კონკრეტული სამართალდამცავი ორგანოებისთვის, ვერ ვიმოქმედებთ ისე, რომ არ დავიცვათ ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. ვიცით, რომ ეს ყველაფერი დაგეგმილია იმისათვის, რომ მოხდეს უკიდურესი პროვოკაცია. მაქსიმალურად უზრუნველყონ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ნებისმიერი, ამ თუ სხვა გადაწყვეტილების აღსრულების დროს ადამიანის ძირითადი უფლებების და თავისუფლებების დაცვა, მაქსიმალურად უზრუნველყონ პროვოკაციების თავიდან არიდება. გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ჩვენი ვალდებულება მორალური და კანონისმიერი და ასევე, ეს არის „ნაცმოძრაობის“ გეგმის ნაწილი. ერთია მორალური და კანონიერი მხარე და მეორეა, რომ ჩვენ დესტრუქციულ და დესტაბილიზაციის დამგეგმავ ძალას არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ჩაგვითრიონ პროვოკაციაში. ამიტომ, ყველა გადაწყვეტილების აღსრულება უნდა მოხდეს ზედმიწევნით ზუსტად და ადამიანის უფლებების დაცვით, მაქსიმალურად კორექტულად“,- განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა მიიღო.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს