მამუკა მდინარაძე - აშშ-ში კონგრესმენი, რომელიც კაპიტოლიუმს თავს ესხმის, შიდა ტერორისტად იწოდება, „ნაცმოძრაობა“ და სააკაშვილი ცდილობენ, ეროვნულ გმირად შერაცხონ ზუსტად იგივე ქმედებაში ბრალდებული

ნიკა მელიამ და მიხეილ სააკაშვილმა უზრუნველყვეს ის, რომ ნიკა მელია უნდოდა, თუ არ უნდოდა ვინმეს, ყოფილიყო დაპატიმრებული - ეს იყო მათი გადაწყვეტილება ,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა ისინი ცრუ ეროვნულ მოძრაობას აანონსებენ და არ შეიძლება მან ეს დააანონსოს, რადგან ეს არის ორი შეუთავსებელი ცნება.

„არ შეიძლება „ნაცმოძრაობამ“ დააანონსოს ეროვნული მოძრაობა. ეს ორი შეუთავსებელი ცნებაა. „ნაცმოძრაობა“ - მკვლელების, რეალური რუსული საქმის კეთების იდენტობა და „ეროვნული მოძრაობა - ეროვნული იდენტობის განმსაზღვრელი მოქმედების აღმნიშვნელი ფრაზა, არ შეიძლება ერთმანეთთან იყოს თავსებადი. როგორც არ შეიძლება ანტირუსულ და ანტისაოკუპაციო თემებზე გელაპარაკოს „ნაცმოძრაობის ოფისიდან“ ხალხი, რომელთა შორის ყოველი მეორე გამომსვლელი რუსეთთან არის დაკავშირებული. თვითონ „ნაცმოძრაობა“ ამაში ოფიციალურად სისხლის სამართლებრივი დევნის სახით ბრალს დებდა. ზოგიერთი მათგანი პუტინის გვერდითაც კი გვახსოვს ოკუპაციის შემდეგ, რომლითაც "გაპრავდა" რუსეთის გარკვეული მოქმედებები, როცა მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, რომ ქართველებმა დაიწყეს ომი“, - აღნიშნა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ბოლო ოთხი დღეა „ნაცმოძრაობის“ ნარატივი შეიცვალა და გახდა გავრილოვის ნარატივი და ვითომ ანტირუსული და ეროვნული მოძრაობის ეგიდით იფუთება ეს ყველაფერი.

„ეროვნული მოძრაობის სათავეში ვერ იქნება ვერცერთი ის ქართველი, რომელიც საქმით რუსულ ოკუპაციას უჭერდა მხარს და სიტყვით პირიქით დეკლარირებდა. არცერთი ადამიანის დაპატიმრების ბრძანება არ შეიძლება რომელიმე ნორმალური ადამიანისათვის იყოს გასახარი, თუ მკვლელობაში და ტერორიზმში არ ედება ბრალი, მაგრამ ასეთი ადამიანები რადიკალები და დესტრუქციის შემოქმედები გაყენებენ სახელმწიფოს იმ მდგომარეობაში, როცა უნდა დაიცვა შენი სახელმწიფოს მომავალი და კანონების დაცვაში უნდა აისახოს ეს ყველაფერი. უკანონობის მხარეს იმიტომ, რომ შემდეგ ვიღაცამ არ დაგაბრალოს ოპოზიციურ ლიდერზე პოლიტიკური დევნა, ვერ დადგები“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ახლა ოპოზიცია და კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილი ცდილობს ეროვნულ გმირად შერაცხოს ნიკა მელია, რომელიც კანონს არღვევს.

„თუკი ჩვენ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-ში მიდგომაა, რომ კონგრესმენი, რომელიც კაპიტოლიუმს თავს ესხმის, იწოდება შიდა ტერორისტად, ეს ხალხი „ნაცმოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი ცდილობს, რომ ეროვნულ გმირად შერაცხოს ზუსტად იგივე ქმედებაში ბრალდებული ადამიანი. მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, ის დღე იყო გავრილოვის და „ნაცმოძრაობის“ დღე, რადგან „ნაცმოძრაობამ“ ამით ისარგებლა. ჩვენ შეგვეძლო, ყველას ერთად დავმდგარიყავით, როგორც მე, როცა სასწრაფო წესით მოვედი აქ და მათთან ერთად გავაპროტესტე და მადლობა „ნაცმოძრაობის“ იმ წარმომადგენლებს ერთი ორს, რომელიც ამას აღნიშნავს დღესაც, ვერ გაურბიან, შეგვეძლო ერთად გაგვეგდო ეს ადამიანი პროვოკატორი ადამიანი ამ ქვეყნიდან და შეცდომა ასე გამოგვესწორებინა და საღამო არ გადაქცეულიყო ნიკა მელიას და შტურმის საღამოდ. შენ თუ გინდა ოკუპანტის ქცევებით ქვეყანა აატრიალო, ე.ი. შენ ოკუპანტის გეგმებში ჯდები, ეს არის გავრილოვობა და გავრილოვობა არის ომის დაბრალება საქართველოსთვის, რაც "ნაცმოძრაობამ" გააკეთა“, - განაცხადა მდინარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო