დავით ბაქრაძე  ხელისუფლებას - „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ძალის, „რობოკოპების", გაზის, ტყვიების გამოყენება იქნება თქვენი ცუდი დასასრულისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი - დღეს „ქართულმა ოცნებამ“ ხიდები დაწვა

ამ ოფისში დღეს ძალის, რობოკოპების, გაზის, ტყვიების გამოყენება, იქნება თქვენი ცუდი დასასრულისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს „ქართულმა ოცნებამ“ ხიდები დაწვა.

„დღევანდელი გადაწყვეტილებით, ივანიშვილის ხელისუფლებამ ეს ქვეყანა მომავალი არასტაბილურობისთვის, დაძაბულობისთვის, კონფრონტაციისთვის გაწირა. ეს გადაწყვეტილება იქნება ნაბიჯი ხიდების დაწვისკენ, ნაბიჯი იმისკენ, რომ დღეს ქვეყანაში დიალოგი საბოლოოდ შეწყდეს და არათუ მიმდინარე კრიზისი გადაწყდეს, მომავალ არჩევნებსაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს.

ამ გადაწყვეტილებით, ივანიშვილის გუნდმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ეს ხალხი საკუთარი სკამების შესანარჩუნებლად მზადაა ჩვენი ქვეყანა და საზოგადოება მუდმივი პოლიტიკური კრიზისისა და დაძაბულობისთვის გაწიროს. ეს არის გუნდი, რომელსაც საკუთარი ინტერესის, კორუმპირებული ხედვისა და იმ დავალებების შესრულების გარდა, რომელიც მათ გავრილოვისგან მიიღეს, არაფერი აწუხებს.

ჩვენი პასუხი ამაზე უნდა იყოს ბოლომდე ღირსეულად გაყოლა. დღეს „ქართულმა ოცნებამ“ ხიდები დაწვა. ეს ბრძოლა უნდა იყოს მშვიდობიანი. პირველ რიგში, უახლოესი მომავლის ამოცანაა, რა მოხდება დღეს ღამე, იმიტომ, რომ ამ ოფისში ბევრი ადამიანია, ვინც ამბობს, რომ არ აპირებენ მშვიდობიანად შეხვდნენ გავრილოვის დავალებით როგორ აპატიმრებენ ნიკა მელიას, ამ პარტიის თავმჯდომარეს. პირველი რისკენაც ხელისუფლებას მინდა მოვუწოდო, ელემენტარული საღი აზრი გამოიჩინონ და ოპოზიციური პარტიის ოფისში სპეცრაზმს, გაზსა და ტყვიებს ნუ გამოიყენებენ. იმიტომ, რომ ეს იქნება უმძიმესი შედეგის მატარებელი ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც. აქ მყოფი ადამიანები მშვიდობიანად არიან, მაგრამ მტკიცედ. თქვენივე გადარჩენისთვის ნუ იზამთ იმას, რაც დაგღუპავთ. ამ ოფისში დღეს ძალის, რობოკოპების, გაზის, ტყვიების გამოყენება იქნება თქვენი ცუდი დასასრულისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი“,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა მიიღო. პროცესი 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას ბრალდებული, ნიკა მელია არ დასწრებია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა