რებეკა ჰარმსი - ოპოზიციის ლიდერის დაკავება ძალზედ მძიმე მოვლენაა, მართლაც ბნელი დღეა თბილისში

ყოფილი ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება.

როგორც ის „ტვიტერზე“ წერს, თბილისში ბნელი დღეა.

"საქართველოში მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის შესახებ ეჭვები აქამდეც რამდენჯერმე გამოთქმულა სხვადასხვა საკითხის მიმართ. ოპოზიციის ლიდერის დაკავება ძალზედ მძიმე მოვლენაა. მართლაც ბნელი დღეა თბილისში“, - წერს რებეკა ჰარმსი.

20 ივნისის საქმეზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელია აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა მიიღო. პროცესი 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას ბრალდებული, ნიკა მელია არ დასწრებია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა