იან კელი - მელიას დაპატიმრება გაამწვავებს ისედაც დაძაბულ ვითარებას და კიდევ უფრო შეაყოვნებს მრავალპარტიული პარლამენტის შესახებ მოლაპარაკებებს

საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი სოციალურ ქსელში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება.

როგორც იან კელი "ტვიტერზე" წერს, მთავრობამ უნდა განმუხტოს სიტუაცია.

"მელიას დაპატიმრება და დაკავება გაამწვავებს ისედაც დაძაბულ ვითარებას და კიდევ უფრო შეაყოვნებს მრავალპარტიული პარლამენტს შესახებ მოლაპარაკებებს, მთავრობამ უნდა განმუხტოს სიტუაცია და განაახლოს მოლაპარაკებები", - წერს იან კელი.

20 ივნისის საქმეზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელია აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა მიიღო. პროცესი 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას ბრალდებული, ნიკა მელია არ დასწრებია.

იხილეთ ვიდეო:იან კელი - მელიას დაპატიმრება გაამწვავებს ისედაც დაძაბულ ვითარებას და კიდევ უფრო შეაყოვნებს მრავალპარტიული პარლამენტის შესახებ მოლაპარაკებებს

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო