„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მიმდებარედ არსებულ, შსს-ს გადაუდებელ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე, სამართალდამცავების მობილიზებაა

„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც შინაგან სამინისტროს გადაუდებელ დავალებათა დეპარტამენტის მესამე განყოფილების ბაზა მდებარეობს, ერთ საათზე მეტია სამართალდამცავების მობილიზება შეინიშნება.

ბაზის ტერიტორიაზე უწყების რამდენიმე ასეული მსუბუქი მანქანა შევიდა.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მესამე განყოფილების ტერიტორიაზე დგას ავტობუსებიც, თუმცა ისინი ამ დროისთვის ცარიელია.

ბაზის ტერიტორიაზე შეინიშნება სამართალდამცავების ფეხით გადაადგილებაც.

არსებული ინფორმაციით, ბაზის ტერიტორიაზე იმყოფება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძეც, რომელიც ადგილზე დაახლოებით ერთი საათის წინ შევიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სამართალდამცავების გადაადგილებასა და მობილიზებასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ „ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია“.

იხილეთ ვიდეო:"ნაციონალური მოძრაობის" ოფისის მიმდებარედ არსებულ, შსს-ს გადაუდებელ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე, სამართალდამცავების მობილიზებაა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა