ნიკა მელიას ადვოკატი განმარტავს, როგორია სასამართლოს მიერ პირისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შემთხვევაში აღსრულების მექანიზმი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი განმარტავს, როგორია სასამართლოს მიერ პირისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შემთხვევაში აღსრულების მექანიზმი.

როგორც მან აღნიშნა, სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს დაუყოვნებლივ, მით უფრო მაშინ, როცა შსს-მ ბრალდებულის ადგილსამყოფელი იცის.

„მე ვვარაუდობ, რომ ამ პროცედურას გაფრთხილებით დაიწყებენ. პოლიციის რამდენიმე წარმომადგენელი მოვა, ჩაგვაბარებს განჩინებას და განსაზღვრავს ვადას, რა ვადაშიც ნიკა მელიას პატიმრობის აღსრულება უნდა მოხდეს. თუმცა, ცხადია, არ არის გამორიცხული ისიც, რომ ეს ნაწილი გვერდზე გადადონ, პირდაპირ ნიკა მელიას დაკავების ოპერაცია დაიწყონ. უფრო რეალისტური პირველი სცენარი მგონია იმ თვალსაზრისით, რომ გაითამაშონ ვითომ დამატებით შანსს აძლევენ.

ადამიანი, რომელსაც პატიმრობა აქვს შეფარდებული, დაუყოვნებლივ უნდა იქნას დაკავებული, პირველივე შესაძლებლობისთანავე უნდა მოხდეს ამ გადაწყვეტილების აღსრულება. ვადა არაა განსაზღვრული. შსს-მ იცოდა, რომ ნიკა მელია იყო ოფისში, შეეძლოთ ერთი საათის შემდეგაც დაეწყოთ ამ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება“, - განაცხადა საძაგლიშვილმა.

ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა მიიღო. პროცესი 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას ბრალდებული, ნიკა მელია არ დასწრებია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა