ნიკა მელიამ და ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ღამე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გაათენეს

ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ღამე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გაათენეს, სადაც ამ დრომდე რჩებიან. მთელი ღამის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში იმყოფებოდა პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიაც. ოპოზიციის წარმომადგენლები პარტიის ცენტრალურ ოფისში სწორედ მისი მხარდაჭერისა და სოლიდარობის ნიშნად იმყოფებიან. პარტიის ოფისში გაათენა ღამე „ნაციონალური მოძრაობის“ ათობით მხარდამჭერმაც.

იყო მოლოდინი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მელიას დაპატიმრების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას ღამით მოახდენდა, თუმცა პარტიის ოფისში შესაბამისი სამსახურიდან ამ დრომდე არავინ გამოჩენილა. დილიდან მობილიზაცია შეინიშნება „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მიმდებარედ არსებულ, შსს-ს გადაუდებელ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე, სადაც გამთენიისას ასეულობით ავტომანქანა შევიდა. ბაზის ტერიტორიაზე მობილიზებულია ავტობუსებიც.

შეგახსენებთ, რომ სასამართლო ნიკა მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს გადასინჯვის საკითხზე გუშინ რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდა.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, რაც სრულად დაკმაყოფილდა.

ცნობისთვის, პროკურატურამ მელიას მიმართ პატიმრობის შუამდგომლობის დაყენების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პოლიტიკოსმა სასამართლოს მიერ დაკისრებული 40 ათასი ლარის ოდენობის გირაოს გადახდაზე უარი თქვა. პროკურატურას მელიასთვის პატიმრობის მოთხოვნაზე ნებართვა პარლამენტმა მისცა, რომელმაც ოპოზიციონერ დეპუტატს იმუნიტეტი გუშინ წინ, 88 ხმით მოუხსნა.

იხილეთ ვიდეო:ნიკა მელიამ და ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ღამე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გაათენეს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო