გლდანში ავტოსადგურის ტერიტორიაზე მაღაზიაში ხანძარი გაჩნდა

თბილისში, გლდანში, ავტოსადგურის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ავტოსადგურის ტერიტორიის პირველ სართულზე სურსათისა და შერეული პროდუქციის მაღაზიას გაუჩნდა.

უწყების ცნობით, ხანძრის ჩასაქრობად 9 ეკიპაჟი მუშაობდა.

ხანძრისას არავინ დაშავებულა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა