„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მისული შსს-ს თანამშრომლები ითხოვენ, რომ სასამართლოს განჩინების უშუალოდ ნიკა მელიასთვის ჩაბარების საშუალება მისცენ

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მისული შსს-ს თანამშრომლები ითხოვენ, რომ სასამართლოს განჩინების უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიასთვის ჩაბარების საშუალება მისცენ.

პოლიციის თანამშრომლებს მელიას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი სთავაზობს, განჩინება მას გადასცენ.

„მე მოვედი, რომ ჩაბარდეს ნიკა მელიას აღსრულების ფურცელი, უშუალოდ მას უნდა ჩაბარდეს ეს განჩინება“, - მიმართა შსს-ს წარმომადგენელმა ნიკა მელიას ადვოკატს დიმიტრი საძაგლიშვილს.

ამ წუთებამდე შსს-ს თანამშრომლებს პარტიის ოფისში შესვლის უფლება არ ეძლევათ.

იხილეთ ვიდეო:„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მისული შსს-ს თანამშრომლები ითხოვენ, რომ სასამართლოს განჩინების უშუალოდ ნიკა მელიასთვის ჩაბარების საშუალება მისცენ

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა