შსს-ს წარმომადგენლის განცხადებით, ნიკა მელიას მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა იქნება გამოყენებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ნიკა მელიას მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა იქნება გამოყენებული. ამის შესახებ პოლიციის თანამშრომლებმა ჟურნალისტებს მას შემდეგ განუცხადეს, რაც „ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან შეკრებილებმა ოფისში შესვლის საშუალება არ მისცეს.

„განჩინების აღსრულების მიზნით, მოვედით ოფისში, ვინაიდან ჩვენთვის ცნობილია, რომ პატივცემული ნიკანორ მელია იმყოფება ოფისში. თუმცა ისიც დაინახეთ, რომ კარი ჩაგვიკეტეს და არ შეგვიშვეს. აღსრულების პროცესში გამოყენებული იქნება კანონით განსაზღვრული ყველა ზომა“, - განაცხადა გამომძიებელმა.

იხილეთ ვიდეო:შსს ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა