ადვოკატი - შსს-ს წარმომადგენლების „ნაცმოძრაობის“ შენობაში შესვლის ლეგიტიმური მიზანი არ არსებობდა, არ არის გამორიცხული იძულების წესით შეეცადონ ნიკა მელიას დაპატიმრებას

არ არის გამორიცხული, იძულების წესით შეეცადონ ნიკა მელიას დაპატიმრებას“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც შსს-ს წარმომადგენლების „ნაცმოძრაობის“ ოფისში მისვლას გამოეხმაურა. როგორც დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, სამართალდამცველების „ნაცმოძრაობის“ ოფისში შესვლის ლეგიტიმური მიზანი არ არსებობდა.

“ცხადია, თუ მათ რაიმეს გადაცემა უნდოდათ ნიკა მელიასთვის, ჩემთვის გადმოცემა ითვლება ნიკა მელიასთვის ჩაბარებად. მე შემიძლია ნიკა მელიას სახელით, როგორც მისმა წარმომადგენელმა მოვაწერო ხელი, თუმცა, გამოაშკარავდა, რომ ეს რეალურად არ ყოფილა მათი მიზანი. თუ გავაანალიზებთ, მათ შორის, ამ უკანონო ქმედებას პოლიციელების მხრიდან, არ არის გამორიცხული იძულების წესით შეეცადონ ნიკა მელიას დაპატიმრებას. შენობაში შესვლის ლეგიტიმური მიზანი არ არსებობდა, თუ მათ მიზანი იყო რაიმე დოკუმენტის გადაცემა, შეეძლოთ ჩემთვის გადმოეცათ“,-აცხადებს საძაგლიშვილი.

შეგახსენებთ, პოლიციის წარმომადგენლები „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში არ შეუშვეს, რის შემდეგაც მათ ტერიტორია დატოვეს. მანამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ჟურნალისტებთან განაცხადეს, რომ ისინი ნიკა მელიასთვის სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების გადაცემას აპირებდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო