სალომე სამადაშვილის განცხადებით, იმის მიუხედავად, დააკავებენ თუ არა ნიკა მელიას, ვადამდელი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები მაინც უნდა ჩატარდეს

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, იმის მიუხედავად, დააკავებენ თუ არა პარტიის თავმჯდომარეს ნიკა მელიას, ქვეყანაში ვადამდელი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები მაინც უნდა ჩატარდეს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ხალხმა ძალიან დიდი ხნის წინ გააკეთა არჩევანი, რომ იცხოვროს თავისუფალ სახელმწიფოში.

„ჩვენ შევძლებთ იმას, რომ ქვეყანაში აღდგეს დემოკრატიული პროცესი, ეს არის ჩვენი ამოცანა. ჩვენ უნდა მივაღწიოთ ქვეყანაში ვადამდელ, სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს. ხელისუფლება ნიკა მელიას დააპატიმრებს თუ არა, ეს გარდაუვალი იქნება იმიტომ, რომ ჩვენმა ხალხმა ძალიან დიდი ხნის წინ გააკეთა არჩევანი, რომ იცხოვროს თავისუფალ სახელმწიფოში“, - განაცხადა სამადაშვილმა.

მისი თქმით, როგორ იმოქმედებს ოპოზიცია, ეს ხელისუფლების დღევანდელ ქმედებებზეა დამოკიდებული.

„მოდით, ვკონცენტრირდეთ დღევანდელ დღეზე. ხედავთ, რომ აქ მთელი ოპოზიციური სპექტრია შეკრებილი, უამრავი ჩვენი მოქალაქე. ვაპირებთ, რომ ძალიან მშვიდად, მაგრამ ძალიან მტკიცედ ვუთხრათ ხელისუფლებას, არ ვაპირებთ შევეგუოთ ქვეყანაში ავტოკრატიული რეჟიმის გაფორმებას“,-განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა მიიღო. პროცესი 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას ბრალდებული, ნიკა მელია არ დასწრებია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა