გიგი უგულავა - გამოსავალი მარტივია, რაც გააფუჭეს, მოსამართლე გააღვიძონ, შეცვალონ გადაწყვეტილება, დაუბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდას და ისაუბრონ რიგგარეშე  არჩევნებზე

გამოსავალი არის მარტივი, რაც გააფუჭეს, თვითონვე გააკეთონ. მოსამართლე გააღვიძონ შეცვალონ გადაწყვეტილება, დაუბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდას და ისაუბრონ რიგგარეშე არჩევნებზე, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში განუცხადა, რითაც ხელისუფლებას მიმართა.

როგორც უგულავა აცხადებს, ნიკა მელია ციხეში არ წავა იმიტომ, რომ დღეს, ნიკა მელიას დაპატიმრება ნიშნავს უბრალოდ, თავისუფლების დასამარებას.

„ყველამ ვიხილეთ სამწუხარო სურათი, რომ გავრილოვის ხარკის ამკრეფები ხარკის ასაკრეფად მოვიდნენ, მაგრამ წავიდნენ უკან, ჩვენ, ყველამ სამწუხარო სურათი ვიხილეთ, ერთ დროს როგორ საამაყო პოლიცია ივანიშვილის პირად „ოპრჩნიკებად“ ჩამოყალიბდნენ. არღვევენ კანოს, აბსოლუტურ უკანონობას სჩადიან. ჩვენ ვიცავთ კანონს, ჩვენ ვართ კონსტიტუციის ფარგლებში. მტკიცედ ვიქნებით, გინდა სპეცრაზმით მოვიდნენ, გინდა მარსიანელებთან ერთად, მაინც არაფერი შეიცვლება იმ გაგებით, რომ ჩვენი პოზიცია რჩება უცვლელი. მინდა, ასევე გამოვეხმაურო აშშ-ს საელჩოის განცხადებას ცალსახად, ჩვენი პარტნიორები მოლაპარაკებისკენ მოგვიწოდებენ, მშვიდობიანი მოალპარაკებისკენ. თქვენ, ალბათ, ხვდებით, რომ პოლიცია არ და ვერ იქნება მშვიდობიანი მომლაპარაკებელი. ყოველთვის ვამბობდით, რომ პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტა სასამართლოს, სპეცრაზმის და ძალის მეთოდებით ვერ მოხდება. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ მშვიდობიანი მოლაპარაკებისთვის, მაგრამ პოლიციის და სპეცრაზმის გამოგზავნა ამას ხელს არ უწყობს. ამ სიტუაციიდან გამოსავალი არის ერთადერთი - ნიკა მელია ციხეში არ წავა იმიტომ, რომ დღეს, ნიკა მელიას დაპატიმრება ნიშნავს უბრალოდ, თავისუფლების დასამარებას. დღეს ნიკა მელიას დაპატიმრება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ, ფსიქოლოგიურად ვბარდებით რუსეთს, დღეს, ნიკა მელიას დაპატიმრება ნიშნავს ერთ რაღაცას, რომ საქართველოს თავისუფლების მოყვარე ერი შეწყვეტს ამ მთავარი განმასხვავებელი რამის არსებობას, იმიტომ, რომ რეგიონში ჩვენ ვართ ყველაზე თავისუფალი ერი და ასეთად დავრჩებით. ამიტომ, ძალიან ბევრი რამე დევს სასწორზე, ეს არ არის მხოლოდ ერთი კაცის ამბავი და ერთი კაცის ისტორია. შესაბამისად, რადგანაც ამხელა რამე დევს სასწორზე გამოსავალი არის მოლაპარაკება და მოლაპარაკებას სპეცრაზმით არავიან აწარმოებს. უნდა გააცნობიერებს ხელისუფლებამ, ძალით, პოლიტიკური მეთოდებით და რეპრესიებით ვერ გადაწყდება. ის უფრო გაღარმავდება და მიიღებს კატასტროფული კრიზისის სახეს. ამიტომ, გამოსავალი არის მარტივი, რაც გააფუჭეს, თვითონვე გააკეთონ. მოსამართლე გააღვიძონ შეცვალონ გადაწყვეტილება, დაუბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდას და ისაუბრონ რიგგარეშე არჩევნებზე. მეტი სასაუბრო, სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს, იმიტომ, რომ ხალხმა უნდა გადაწყვიტოს ვინ არის მართალი, ვინ გამოიყვანს ქვეყანას კრიზისიდან“, - განაცხადა უგულავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა