გიგი უგულავა - ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ მოლაპარაკებების მაგიდას, რათა ქვეყანა არ გადაყვეს შლეგი კობახიძის, აბსოლუტურად უპასუხისმგებლო პარლამენტის თავმჯდომარის და გაუგებარი მდინარაძის კარიერულ ამბიციებს

დღევანდელი დღე იძლევა სივრცეს მოლაპარაკებებისთვის და მიუხედავად იმისა, რომ მძიმე კოლაფსშია ხელისუფლება, მან უნდა გაანობიეროს, მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მოლაპარაკება უნდა შეეხებოდეს რიგგარეშე არჩევნებს, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და საარჩევნო რეფორმას. ამასთან, გიგი უგულავას შეფასებით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა თავისუფალი ხალხის მშვიდობიანი პროტესტის შედეგია.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ დღეს დილით გადადგა საქართველოს ფაქტობრივი პრემიერ-მინისტრი და ნიკა მელიას დაპატიმრების უკანონო ბრძანება გადავადებულია. თავისუფალი ხალხის მშვიდობიანმა პროტესტმა შედეგი გამოიღო. ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ ჩვენი ქვეყნით იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი თავისუფალი ადამიანია, რომელიც არ შეეგუებოდა და არ შეეგუა გავრილოვის ხარკის გადახდას. ამასთანავე, ჩვენი პრინციპული პოზიციაა გაყალებული არჩევნების პირველივე დღიდან იყო მშვიდობიანი მოლაპარაკება პოლიტიკური კრიზისის განსამუხტავად. დღევანდელი დღე იძლევა სივრცეს მოლაპარაკებებისთვის და მიუხედავად იმისა, რომ მძიმე კოლაფსშია ხელისუფლება, მან უნდა გაანობიეროს, რომ მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს. პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად მოლაპარაკება შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ ერთ და მთავარ საკითხზე - ეს არის რიგგარეშე არჩევნები, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო რეფორმა. ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ მოლაპარაკებების მაგიდას იმისთვის, რომ ქვეყანა არ გადაყვეს შლეგი კობახიძის, აბსოლუტურად უპასუხისმგებლო პარლამენტის თავმჯდომარის და გაუგებარი მდინარაძის კარიერულ ამბიციებს. დღეს არსებობს სივრცე მოლაპარაკებისთვის. ეს სივრცე შექმნეს ამ ადამიანებმა, რომლებიც დღე და ღამე საკუთარი ქვეყნის ჰიმნს მღეროდნენ და გამარჯვების სჯეროდათ. მეგობრებო, გამარჯვება ახლოს არის, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ უნდა ვიყოთ მტკიცე. არ უნდა მივცეთ ხელისუფლებას, თუნდაც რიტორიკის დონეზე ილაპარაკოს არეულობაზე, იმიტომ,რომ ჩვენი ამოცანაა ამ ხელისუფლების გასტუმრება არჩევნების გზით“,-განაცხადა უგულავამ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობას ტოვებს. როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე. გახარიას თქმით, გადადგომის მიზეზია ის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო