საქართველოში კორონავირუსის 365 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 9 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 365 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებგვერდი stopcov.ge ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში 17188 ტესტი ჩატარდა, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტია 9866, PCR კი 7322. ამასთან, საქართველოში სულ კორონავირუსის 267313 შემთხვევაა დადასტურებული. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ბოლო 24 საათში 539 პაციენტი გამოჯანმრთელდა. სულ კორონავირუსისგან 260266 ადამიანი განიკურნა.

ამასთან, ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 9 ადამიანი გარდაიცვალა. სულ გარდაცვლილია 3399 პაციენტი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა