თინა ბოკუჩავა - ახლა კეთილგონიერების მაგალითი გახარიასგან უნდა აიღონ „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლებმა და დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან

ახლა კეთილგონიერების მაგალითი გახარიასგან უნდა აიღონ „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლებმა და დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

როგორც ბოკუჩავა აღნიშნავს, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ერთადერთი გზა მოლაპარაკებების განახლებაა.

„მიზეზი გახარიას გადადგომის იყო ის, რომ ის ეწინააღმდეგებოდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისის და ოპოზიციის დარბევას და მეორე „გავრილოვის ღამის” მოწყობას. გიორგი გახარია ისტორიაში ჩაიწერება როგორც ივანიშვილის რეჟიმის ჯალათი იმიტომ, რომ ის მონაწილეობდა 20-21 ივნისის დარბევებში, მაგრამ ნამდვილად მისასალმებელია ის, რომ ამ ადამიანმა ამ ჯერზე მაინც გამოიჩინა კეთილგონიერება და ქვეყნის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე, შეეწინააღმდეგა მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის პოლიტიკური მოტივებით დაკავებას და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისის დარბევას და მშვიდობიანი მოქალაქეების დარბევას.

ამიტომ, ჩემი აზრით, ახლა კეთილგონიერების მაგალითი გახარიასგან უნდა აიღონ „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლებმა და დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან. ლიეტუვის ელჩის „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ყოფნის მიზანი არის ის, რომ გაჩნდეს მოლაპარაკების ახალი შესაძლებლობა და „ქართულმა ოცნებამ” ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი გამოსავალი იმ სპირალიდან, რომელშიც ისინი თავადვე შევიდნენ, როდესაც შეკერეს ნიკა მელიას საქმე და გააცოცხლეს ის პოსტსაარჩევნოდ.

ერთადერთი გამოსავალი არის პოლიტიკური მოლაპარაკება, რომელსაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აწარმოებდნენ. ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ქვეყანას სჭირდება კრიზისიდან გამოსავალი და ეს გამოსავალი იქნება სწორედ მოლაპარაკების მაგიდა, სადაც უნდა განვიხილოთ ვადამდელი არჩევნები”,- განაცხადა ბოკუჩავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა