ხატია დეკანოიძე - გახარიას გადადგომა პასუხისმგებლობის თავიდან აცილება იყო, მან ხელები შეაწმინდა კობახიძეს და ივანიშვილს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, გიორგი გახარიამ გადადგომით პასუხისმგებლობა აირიდა და ხელები ირაკლი კობახიძესა და ბიძინა ივანიშვილს შეაწმინდა. როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ერთადერთი გზა რიგგარეშე არჩევნების რაც შეიძლება მალე დანიშვნაა.

მისივე თქმით, ჯერ ოპოზიცია მმართველი გუნდისგან კონკრეტულ წინადადებებს ელოდება.

"გახარიას გადადგომა იყო პასუხისმგებლობის თავიდან აცილება. მან ხელები შეაწმინდა კობახიძეს და ბიძინა ივანიშვილს და ასევე მან მიანიშნა, რომ გავრილოვის ღამეც მისი ბრალი არ იყო. ასე რომ, უმწვავესი პოლიტიკური კრიზისია და ვადამდელი რიგგრარეშე არჩევნები არის მნიშვნელოვანი. ჯერ ვნახოთ "ქართული ოცნება" ამასზე რას იტყვის",- განაცხადა დეკანოიძემ.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ნიკა მელიას მიმართ აღმკვეთი ღონისძიების დროებით შეჩერებას, დეკანოიძე ამბობს, რომ ნიკა მელიას საქმე უნდა გაბათილდეს.

"სამართლებრივად ჩიხში არიან შესულები. ნიკა მელიას საქმე უნდა გაბათილდეს - ახალი შუამდგომლობით, სამართლებრივი მექანიზმებით, იმიტომ რომ ეს საქმე არ არსებობს. ეს არის გავრილოვის დავალებით შეთითხნილი საქმე",- განაცხადა დეკანოიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო