არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას და პრემიერ-მინისტრს ნდობა ორი კვირის ვადაში უნდა გამოუცხადოს

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას და პრემიერ-მინისტრს ნდობა ორი კვირის ვადაში უნდა გამოუცხადოს.

როგორც არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, პოლიტიკური გუნდი ერთიანია.

„სამწუხაროდ, პრემიერ-მინისტრმა მიიღო გადადგომის გადაწყვეტილება. მან მიზეზები განმარტა, ჩვენ როგორც პარლამენტს, ვალდებულება გვაქვს, საზოგადოებას ავუხსნათ, რა სამართლებრივი მოცემულობა დგება ქვეყანაში.

გადადგომის მომენტიდან და გადადგომის მომენტად ითვლება მისი საჯარო განცხადება, ორი კვირის ვადაში პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს მთავრობის ახალ შემადგენლობას და პრემიერ-მინისტრს.

9 დღის ვადა აქვს არჩევნებში გამარჯვებულ პოლიტიკურ პარტიას, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი წარუდგინოს პარლამენტს და შესაბამისად, მთავრობის შემადგენლობაც ამ პროცედურაში უნდა იქნას დასახელებული. ჩვენ უკვე ვიწყებთ კონსულტაციებს პოლიტიკურ გუნდში, ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, გონივრულ ვადებში მოხდება პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის და მთავრობის შემადგენლობის წარდგენა პარლამენტში. ძალიან მკაფიოდ მინდა ვთქვა, რომ პოლიტიკური გუნდი ერთიანია და სახელმწიფო ინსტიტუტები სრულ მზადყოფნაშია, რომ ყველა საჯარო ფუნქციის, ყველა სახელმწიფო სერვისის მიწოდება უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდეს“,-აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო