მიხეილ სარჯველაძე - მე ვუარყოფდი ამ გარემოებას, რომ დაპირისპირება არსებობდა, გაჩნდა კონკრეტული უთანხმოება და ამაზე ისაუბრა გიორგი გახარიამ

სიმართლე გითხრათ, არ მაქვს ასეთი მოლოდინი, - ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე ჟურნალისტების კითხვას, რამდენად შესაძლებელია, რომ პარლამენტმა ვერ დაამტკიცოს მთავრობა და პროცესი მივიდეს რიგგარეშე არჩევნებამდე.

„არ მგონია, ნამდვილად, რომ პროცესები შეიძლება წავიდეს რიგგარეშე არჩევნებისკენ და იმ სცენარით, რომელსაც აანონსებს ოპოზიციური პარტიები", - განაცხადა სარჯველაძემ.

მისი თქმით, სხვა საკითხებთან დაკავშირებით გიორგი გახარიასთან აზრთა სხვადასხვაობა, რაიმე დაპირისპირება არ ყოფილა და უთანხმოება მხოლოდ იმ საკითხებს უკავშირდებოდა, რაზეც გახარიამ ისაუბრა.

"მე ვუარყოფდი ამ გარემოებას, რომ დაპირისპირება არსებობდა, დღესაც არ დადასტურებულა იმ ფორმულირებებით რაზეც იყო საუბარი, რომ დაპირისპირება იყო, გაჩნდა კონკრეტული უთანხმოება და ამაზე ისაუბრა ბატონმა გიორგი გახარიამ", - განაცხადა სარჯველაძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა