სოზარ სუბარი - გულწრფელად რომ გითხრათ, ვერ გავიგე რატომ გადადგა გახარია - მოულოდნელი და არასასიამოვნო იყო

გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომა პირადად ჩემთვის ძალიან მოულოდნელი და გულწრფელად რომ გითხრათ, არასასიამოვნო იყო, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა გააკეთა. მისივე თქმით, ის, რაც ხდებოდა, აბსოლუტურად კანონის ჩარჩოში იყო და პოლიციამ ზუსტად იცოდა, როდის, როგორ ემოქმედა.

„ლაპარაკი არ იყო პროცესის ხელოვნულად აჩქარებაზე ან შენელებაზე. გულწრფელად რომ გითხრათ, ვერ გავიგე რატომ გადადგა, გარდა იმისა, რაც თვითონ თქვა. გუნდში რაიმე მსჯელობა ისეთი, მე რომ მიმეღო მონაწილეობა, არ ყოფილა. არც მგონია, რომ რაიმე ყოფილიყო. შსს-მ ყველაზე კარგად იცის, როგორ უნდა მოხდეს პირის წარდგენა სასამართლოში, თუ დასაკავებელია - დაკავება. აქ არანაირი პოლიტიკური მდგენელი არ უნდა არსებობდეს", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო