ნიკოლოზ სამხარაძე - გახარიას გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო იმ განცხადებების ფონზე, რომელსაც აკეთებდა - ის არწმუნებდა უმრავლესობას, რომ ნიკა მელიას საქმეში უნდა აღსრულებულიყო სამართალი

გიორგი გახარიას გადაწყვეტილება ყველასთვის იყო მოულოდნელი იმ განცხადებების ფონზე, რომელსაც ის აკეთებდა უმრავლესობის სხდომაზე - ის არწმუნებდა უმრავლესობას, რომ ნიკა მელიას საქმეში უნდა აღსრულებულიყო სამართალი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

კითხვაზე, მიზეზს ეძებდა თუ არა წასასვლელად, სამხარაძე პასუხობს, რომ ეს გახარიას უნდა ჰკითხონ. ამასთან, სამხარაძე აღნიშნავს, რომ პრემიერ- მინისტრის გადაწყვეტილება მისთვის გაუგებარია.

ნიკა მელიასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა გუნდში იყო, თუმცა, გიორგი გახარია იყო ის ადამიანი, რომელიც არწმუნებდა ყველა დანარჩენ წევრს უმრავლესობის, რომ ნიკა მელიას საქმეში უნდა აღსრულებულიყო სამართალი. ამას დაგიდასტურებთ უმრავლესობის 90- ვე წევრი, რომელიც იყო უმრავლესობის სხდომაზე. გიორგი გახარია იყო ერთ - ერთი მთავარი მომხრე ამისა. შესაბამისად, სწორედ ამიტომ არის გასაკვირი ეს გადაწყვეტილება.

თუ მან ჩათვალა, რომ პოლიტიკური ნაბიჯით ის შეძლებს განმუხტოს დაძაბულობა და თუ მისი გადადგომა ნიკა მელიას აიძულებს გადაიხადოს გირაო და ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება, მაშინ კი ბატონო, მივიღოთ ეს განცხადება მის მცდელობად.

რა ვადამდე ითხოვდა აღსრულების გადაწევას გაუგებარია, სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ ჩემთვის მოულოდნელი და გაუგებარია, რა ვადამდე ითხოვდა გადაწევას - დღეს, ხვალ, ზეგ თუ სამ დღეში მოხდებოდა ეს აღსრულება, დიდი მნიშვნელობა მგონი არ აქვს. წარმოუდგენელია, რომ ამის გამო, ასეთი რამ გადაწყვიტა,"- განაცხადა სამხარაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო