ნიკოლოზ სამხარაძე - ვადამდელი არჩევნების საკითხი შეიძლება დადგეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი ვერ აირჩევს ახალ მინისტრთა კაბინეტს, თუმცა უმრავლესობა კანდიდატებს მხარს დაუჭერს

პრემიერ-მინისტრობის ნებისმიერი კანდიდატი, რომელიც იქნება წარმოდგენილი პოლიტსაბჭოს მხრიდან, იქნება მხარდაჭერილი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ვადამდელი არჩევნების საკითხი შეიძლება დადგეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი ვერ აირჩევს ახალ მინისტრთა კაბინეტს, თუმცა, როგორც თავად აღნიშნავს, უმრავლესობა ერთიანია და წამოყენებულ კანდიდატს მხარდაჭერა ექნება.

„ვადამდელი არჩევნების არანაირი ნიშანი არ არსებობს, უმრავლესობა არის ერთიანი, შესაბამისად, ნებისმიერი კანდიდატი, რომელიც იქნება წარმოდგენილი პოლიტსაბჭოს მხრიდან, იქნება მხარდაჭერილი.

ჯერჯერობით არავინ განიხილება, რადგან გიორგი გახარიას ეს გადაწყვეტილება იყო ძალიან მოულოდნელი. დღეს დილას გავიგეთ, აქედან გამომდინარე პოლიტსაბჭო შეიკრიბება და იქნება მსჯელობა,“ - განაცხადა სამხარაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს