სოზარ სუბარი ჟურნალისტებს - მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების პრობლემა არ დგას, ამაში მალე დარწმუნდებით

მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების პრობლემა არ დგას - ამაში თქვენ მალე დარწმუნდებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" ერთ-ერთ ლიდერმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა განუცხადა.

სუბარის თქმით, პარტიის პოლიტსაბჭო პრემიერობის ახალ კანდიდატურაზე იმსჯელებს და ახალი მთავრობის წარდგენა და დამტკიცება დადგენილ ვადებში მოხდება.

მედიასთან საუბრისას სუბარმა დღეს რამდენჯერმე აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის თაობაზე გახარიას გადაწყვეტილება პირადად მისთვის მოულოდნელი და ძალიან არასასიამოვნო იყო.

„სრულდებოდა ჩვეულებრივი სამართლებრივი პროცედურები, რასაც არაფერი აქვს საერთო პოლიტიკასთან, გარდა იმისა, რომ ვის მიმართაც ეს გადაწყვეტილება სრულდებოდა, არის პოლიტიკოსი. დანაშაული შეიძლება ჩაიდინოს პოლიტიკოსმაც და არაპოლიტიკოსმაც, ხოლო კანონი ყველას მიმართ უნდა იყოს ერთიანი და შეუვალი", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა