ნიკოლოზ სამხარაძის ინფორმაციით, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტთან ერთად „ქართული ოცნებაც“ დატოვა

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ნიკოლოზ სამხარაძის ინფორმაციით, გიორგი გახარიამ პრემიერ - მინისტრის პოსტთან ერთად პარტია „ქართული ოცნებაც“ დატოვა. აღნიშნულის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„მე როგორც ვიცი, პარტიაც დატოვა,"- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

შეგახსენებთ, გიორგი გახარიამ პრემიერ- მინისტრის პოსტის დატოვების შესახებ დღეს განაცხადა.

როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე.

გახარიას თქმით, გადადგომის მიზეზია ის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.

ხათუნა ლაგაზიძე  - „ოცნება“ ისეთ თავდაღმართშია, ვერავინ გეტყვით, როდის, რა მომენტში აფეთქდება - პლებისციტზე საუბარმა აზრი დაკარგა, მოლაპარაკება აუცილებელია, მაგრამ უპირობოდ - რიგგარეშე არჩევნებზე
რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე წასვლის მსურველი და რა იქნება საქართველოს მოქალაქეების ანაზღაურება?
ქართული პრესის მიმოხილვა 08.03.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ქართულმა პოლიტიკურმა სისტემამ მდგრადობა დაკარგა და გარე ჩარევის გარეშე მისი გამოსწორება შეუძლებელია
სილქნეტი განცხადებას ავრცელებს (R)