დავით ზილფიმიანი - მოგიწოდებთ და გთხოვთ, მთავრობის ახალი ხელმძღვანელი პარლამენტს, რაც შეიძლება სწრაფად წარუდგინეთ

მოგიწოდებთ და გთხოვთ, მთავრობის ახალი ხელმძღვანელი პარლამენტს, რაც შეიძლება სწრაფად წარუდგინეთ, - ეს განცხადება „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა დავით ზილფიმიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

„მინდა ყველამ გავიხსენოთ, რისთვის ვიბრძოდით, ის ტირანია, რაც სააკაშვილის რეჟიმმა მოუტანა ქვეყანას, ერთხმად გადავწყვიტეთ, რომ დამთავრებულიყო. 9 წელია გასული, რა მივიღეთ? ისევ დაპირისპირება, პოლარიზაცია. ჩვენ იმუნიტეტის მოხსნას მხარი არ დავუჭირეთ და იმით ვხელმძღვანელობდით, რომ ქვეყანაში ურთიერთდაპირისპირების ხიფათი გამქრალიყო. არ შეიძლება არ შევხედოთ ამ პოლარიზაციას ვინ ხელმძღვანელობს. ის საქართველოს მოქალაქეც არაა.

მოგიწოდებთ და გთხოვთ, არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ორკვირიანი ვადა და წარუდგინეთ პარლამენტს მთავრობის ახალი ხელმძღვანელი, რაც შეიძლება სწრაფად“,-განაცხადა დავით ზილფიმიანმა.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობას ტოვებს. როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა