გივი მიქანაძე - უთანხმოების მიზეზი ნიკა მელიასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება იყო - სამწუხაროა, რომ გახარიამ გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო

უთანხმოების მიზეზი და წყალგამყოფი ნიკა მელიასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება იყო - სამწუხაროა, რომ გიორგი გახარიამ გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ ჟურნალისტება "ქართული ოცნების" დეპუტატმა გივი მიქანაძემ განუცხადა.

მიქანაძემ აქვე აღნიშნა, რომ როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილების ნებაყოფლობითი აღსრულება არ ხდება, იძულებითი აღსრულების ფორმა ევროკავშირის განვითარებულ სახელმწიფოებშიც ჩვეულებრივი პრინციპია.

„ეს არის ადამიანის უფლებების პატივისცემაზე, კანონის პატივისცემაზე და სამართლის უზენაესობაზე დაფუძნებული სახელმწიფო. ჩვენი ხელისუფლების მართვა სწორედ ამ პრინციპებზეა ორიენტირებული. პარლამენტის სხდომას, სადაც ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხი განიხილებოდა, უმრავლესობის 88-წევრი ესწრებოდა და გუნდმა ერთიანი გადაწყვეტილება მიიღო. მმართველი გუნდი საკუთარ პოზიციაში ერთიანია. გუნდი არის შეკრული. გადაწყვეტილება ყოფილმა პრემიერმა მიიღო, როცა დაინახა, რომ აღსრულების საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ხელმძღვანელობა და უმრავლესობა სხვა პოზიციაზე იდგა", - განაცხადა გივი მიქანაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა